ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „დიანაში“ ხანძარი იყო

სასტუმროს მეპატრონის თქმით, ცეცხლი მე-7 სართულზე ლიფტის შახტაში გაჩნდა, რის გამოც სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო.
მანანა ქათამაძის ვარაუდით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლის გაჩენის დროს სასტუმროში ვიზიტორები არ იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...