ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი მომავალი კვირიდან პისიარის პროგრამაში ჩაერთვება და ტესტების გაკეთებას დაიწყებს. ამის შესახებ “აიპრესს” კლინიკაში განუცხადეს. კლინიკის მენეჯმენტის თქმით, ამისთვის ყველაფერი მზად არის.
კლინიკას გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, სამინისტროს წარმომადგენელი გვანცა გასვიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესტუმრა. სამინისტროს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კლინიკის მუშაობა და კოვიდ ცენტრის ფუნქციონირება.