აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 66 წლის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 2 ოქტომბერს შეიყვანა, დიაგნოზით COVID -19.
პაციენტს, უწყების ინგორმაციით, აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება.
“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 2 ოქტომბერს”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით უკვე 48 ადამიანია გარდაცვლილი