ქობულეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე სასურსათო პროდუქტების გაცემის შემდგომი ეტაპი დაიწყო

ქობულეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათის დარიგების მე-3 ეტაპი დაიწყო. არამალფუჭებადი პროდუქტები 2 800 ბავშვს გადაეცემა.

სოციალური კალათებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან 111 ათას 664-ლარი გამოიყო. პირველ ეტაპზე სურსათი სოციალურად დაუცველ და სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ. სასურსათე პროდუქტების დარიგება სამი დღე გაგრძელდება. მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ სასურსათო პროდუქტს თავისივე ბაღიდან მიიღებენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად