ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა. Covid-19 დაუდასტურდა მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით იმკურნალა.
შუახნის კაცი, გუშინ დადასტურებულივირუსის შიდაგადაცემის კონტაქტია. კორონავირუსი აღმოაჩნდა ინფიცირებული კაცის შვილსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული კაცი სოფლის ამბულატორიაშიც იმყოფებოდა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, მათ შორის მედპერსონალის.
”ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ვეძებთ პაციენტების კვეთის ადგილებს. რომელსა კლინიკაში იყვნენ. ასე რომ თითოეული პაციენტის ირგვლივ შეისწავლიან კონტაქტებს. ვიცით, რომ კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასასვლელი მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება, ახლა უნდა შევისწავლოთ ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემხებლობა მედპერსონალთან. ასევე მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის დაცვით იზოლაცია” – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
გუშინ COVID-19 დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ორ სხვადსხვა კლინიკაში იმყოფებოდა. მას მუცლის ტკივილი და დიარეა აწუხებდა. ინფიცირებული ქალი, მანამდე ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა. ვირუსი აღმოაჩნდა იდაუდასტურდა ქალის მამასაც.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოძიებულია ქალთან კონტაქტში მყოფი 37 პირი, აქედან მედპერსონალია, 20 კი ოჯახური კონტაქტი.
აღებული იქნა ლაბორატორიული კვლევისათვის 16 ნიმუში და მათ შორის დადასტურდა ხუთი. ხუთიდან ორი ოჯახის წევრია, სამი კი მეზობელი. სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურება არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულთა სია გაიზრდება. ეს არის პირველადი რისი გაკეთებაც ერთ დღეში მოხერხდა. მუშაობას განვაგრძობთ როგორც კლინიკებში, ასევე ოჯახებში” – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად