ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში კორონა ვირუსი უკვე მეხუთე პაციენტს დაუდასტურდა

ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მისულ უკვე მეხუთე პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. – ფაქტს „აიპრესთან“  საავადმყოფოს დირექტორი ავთო მიქელაიშვილი ადასტურებს

„აპრესი“: დაუდგინდა თუ არა გუშინ თქვენს სავადმყოფოში მყოფ ქალს კორონავირუსი?

ავთო მიქელაიშვლი: დაუდგინდა.

 „აპრესი“: ეს უკვე მეხუთე ადამიანია თქვენ საავადმყოფოში, რომელსაც დაუდგინდა კორონა ვირუსი. გეგმავთ თუ არა საავადმყოფოთ დაკეტვას?

ავთო მიქელაიშვლი: დაკეტვით რატომ უნდა დაიკეტოს სავადმყოფო?

“აპრესი”: გამომდინარე იქიდან, რომ მედპერსონალია საფრთხის ქვეშ…

ავთო მიქელაიშვლი: არ არის მედპერსონალი საფრთხის ქვეშ. ყველა შემოწმებულა და უარყოფით პასუხი მოვიდა ანალიზზე.

დაკეტვა არ იგეგმება. მაშინ ყველა საავადმყოფო არის დარტყმის ქვეშ. ყველას შიძლება მოუვიდეს ასეთი პაციენტი. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვიცოდით რა შეიძლება მომხდარიყო ამ დაავადებასთან დაკავშირებით, პერსონალი გვყავდა გაყოფილი 2 ნაწილად.  კორონა უსაფრთხოების ქვეშ ორი კვირის ინტერვალით მუშაობდა ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფი,

შეგახსენებთ, ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფოში რამდენი დღის წინ მისულ 4 პაციენტს, რომელებმაც კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით იმკურნალეს, Covid-19 დაუდასტურდათ.. რის გამო, კლინიკამ დროებით შეაჩერა პაციენტების მიღება. ქობულეთში, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტებს იკვლევენ.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შექმნილ ვითარებას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად სწავლობს.

ცნობისთვის, ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს 20 მედპერსნალიდან covid19 არცერთ არ დაუდასტურდა

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად