ქობულეთის ოთხ სოფელს პროდუქტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოამარაგებს

ქობულეთის იმ სოფლების პროდუქტით მომარაგება, რომელსაც მკაცრი კარანტინი შეეხო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ავტონომიის სოფლის მეურნეობის მინისტრს დაევალა, ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად გაატარონ ის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას ქობულეთის იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.
თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში, კონტროლის გავლის შემდეგ, ექნებათ საშუალება როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის შეძენის.
“რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ეს უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ რეგლამენტს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებული” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...