ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ადგილობრივების თქმით, სოფელს წლებია მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და ადგილობრივებს პენსიის ასაღებად, მედიკამენტების შესაძენად და პროდუქტის მოსამარაგებლად ქობულეთამდე კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ.

სოფელში 300-მდე ოჯახია და მათი განცხადებით, უმრავლესობას არც ავტომობილი ყავს და აღარც იმის საშუალება აქვს, რომ ტაქსი იქირავოს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...