ქობულეთის მკაცრი კონტროლის ზონაში, თვითიზოლაცია ყველა მოქალაქეს მოეხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ ოთხ სოფელში, სადაც 12 აპრილიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თვითიზოლაციის რეჟიმი, ყველა მოქალაქეს ამოეწურა. სოფელ ლეღვასა და მუხაესტატეში მკაცრი შეზღუდვა, ბოლო 50 ადამიანს მოეხსნა.

ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს თვითიზოლაციის პერიოდი ამოეწურა, მკაცრი კარანტინი, ოთხივე სოფელში გაგრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის ტერიტორიაზე კვლავ ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზედამხედველობა გაგრძელდება.
„არცერთ სოფელში აღარ გვყავს ადამიანები თვითიზოლაციაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდება. ეს სოფლები კვლავ რჩება რისკის ზონად. თვითიზოლაციაში რჩებიან ადამიანები ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 550-ს აჭარბებს, ვირუსი 37-ს დაუდასტურდა, თუმცა მათგან ხუთი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად