ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა 465-მდე გაიზარდა, თერმოსკრინინგი 11 100 პირს ჩაუტარდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა 465-მდე გაიზარდა, მათგან ლაბორატორიული კვლევა 230 პირს ჩაუტარდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, დიაგნოსტირების ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა გამოვლინდა.
„ჯერჯერობით, ქობულკეთში, ქალაქის ტერიტორიაზე არ გვიფიქსირდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც ცნობილი არეალიდან არ არიან. ამის გამოსავლენად, მუნიციპალიტეტში მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, რომელიც უკვე 11 ათას 100 ადიამიანს ჩაუტარდა. 25 საყურადღებო შემტხვევა გამოვლინდა, მაგრამ არც ერთს არ დაუდასტურდა ვირუსი ლაბორატორიულად. თერმოსკრინინგი ქობულეთში ისევ გრძელდება“-აცხადებს ნიჟარაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...