ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული 530 პირიდან ტესტირება 400 უკვე ჩაუტარდა

ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა არ გაზრდილა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 53 პირიდან ლაბორატორიული გამოკვლევა 400 ადამიანს უკვე ჩაუტარდა.

„ჩვენ ვეცდებით, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, ყველა კონტაქტირებული პირი გაიტესტოს. ვისაც უსრულდება თვითიზოლაციის პერიოდი, მათ უარყოფითი ლაბორატორიული ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე მოეხსნებათ მკაცრი წესები და დაემორჩილებიან ქვეყანაში არსებულ შემზღუდავ ღონისძიებებს“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

კორონავირუსი, ქობულეთის კლასტერიდან, დღეს, კიდევ ერთ 35-ე პირს დაუდასტურდა. ის 70 წლამდე ქალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად