ქობულეთის კლასტერთან 550 პირიდან, 520-ის ტესტირება უკვე დასრულდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული 550 პირიდან, 520-ს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. ტესტირების პერიოდში, კლასტერიდან კოვიდ დადებითი 35 პირი გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქობულეთის მკაცრი საკარანტინე რეჟიმის სოფლებში მცხოვრებთა ნაწილს, შეზღუდვები უკვე მოეხსნა.
„მაქსიმალურად იქნება ყველა პირი დიაგნოსტირებული. სოფელ გვარაში მოეხსნა 42 პირს იზოლაციის პერიოდი. 29 და 30 აპრილს, იზოლაცია მოეხსნებათ სოფელ ლეღვასა და მუხაესტატეში მცხოვრებლებს, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც მათი განმეორებითი ტესტირების პასუხები იქნება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რეგიონში მდგომარეობა კონტროლირებადია. ინფიცირებულთა მატების დინამიკა კი, მისი თქმით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება დაცული მედიკოსების რეკომენდაციები და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები.
„მდგომარეობა ამ დროისთვის არის კონტროლირებადი, რადგან არ გვყავს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არის უცნობი. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში შესაძლებელია შემთხვევათა მატება გვქონდეს. ეს დინამიკა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად დავიცავთ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.

კომენტარები
იტვირთება...