ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი 35 პირს დაუდგინდა, კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა 550-ს აღწევს

ქობულეთის კლასტერში Covid-19-ის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლასტერთან კონტაქტში მყოფ პირთა რაოდენობა 550-ს აღწევს. მათგან 400 ადამიანს, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, უკვე ჩაუტარდა.

„განრიგის მიხედვით, განმეორებით ტესტირებას ვატარებთ იმ პირებში, რომლებსაც უსრულდებათ იზოლაციის პერიოდი. ამ პირებს, ეს წესები მოეხსენბათ, ნეგატიური საკონტროლო პასუხის მიღების შემთხვევაში. ზოგადი მდგომარეობა, კონტროლს დაქვემდებარებულია“, -აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქობულეთის იმ სოფლებში მცხოვრებლებს, სადაც 12 აპრილიდან მკაცრი კარანტინი მოქმედებს, შეზღუდვები მას შემდეგ მოეხსნებათ, რაც უკანასკნელი დადებითი შემთხვევიდან 14 დღე გავა.
„რაც შეეხება ქალაქ ქობულეთის ტერიტორიას, აქ ეს პერიოდი გახანგრძლივდება, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ერთი ახალი შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა“,-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
ბათუმში, კორონავირუსი კიდევ ერთ პირს აღმოაჩნდა. ინფიცირებული საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული შუა ხნის ქალია. ის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა.

კომენტარები
იტვირთება...