ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს თერმოსკრინინგის პროცესი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი 20 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა.ქობულეთში თერმოსკინრინგი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გუშინ საერთო ჯამში, გამოკვლევა 1 723 ადამიანს ჩაუტარდა.

„თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში. მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 19 998 ადამიანს ჩაუტარდა“, -აცხადებენ, ქობულეთის მერიაში.
ქობულეთის კლასტერიდან ამ დროისთვის 35 კოვიდდადებითი პირია გამოვლენილი. კონტაქტირებული პირების რაოდენობა კი, 530-ს აჭარბებს.

კომენტარები
იტვირთება...