ქობულეთის დაცული ტერიტორიები-ინფორმაცია ვიზიტორებისთვის

ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ. 

ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

• ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი).
• მწერიჭამია დროზერას ნახვა შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

• საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) – 35 ლარი;
• ჭაობის თხილამურები – 2 ლარი;
• ჭოგრიტი: 1 საათი – 2 ლარი.

განთავსება.

• ერთადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი: ოქტომბერი-ივნისი – 20 ლარი, ივლისი-სექტემბერი – 30 ლარი;
• ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი: ოქტომბერი-ივნისი – 30 ლარი, ივლისი-სექტემბერი – 45 ლარი.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების დამატებითი ღირსშესანიშნაობები:

პეტრას ციხე – მდებარეობს სოფ. ციხისძირში. ბათუმისა და ქობულეთის გზატკეცილზე, მანძილი ქობულეთიდან 5 კმ. პეტრას ციხე ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია. ქაჯეთის ციხესაც უწოდებენ. ძეგლი ლაზიკის ეპარქიაში შემავალ ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. 1878წ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს პეტრას ციხემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოსმალების განდევნის საქმეში.

თეთროსნის ეკლესია – მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 5 კმ დაშორებით, სოფ. ხუცუბნის ტერიტორიაზე. გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ისტორიული ცნობებით აქ გადიოდა ხინო-ქობულეთის საქარავნო გზა და იგი უკავშირდებობა საქართველოდან ბიზანტიისაკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს.

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული,რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულთუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური დაელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევეისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

თაღოვანი ხიდები
– მდინარე კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია კობალაურსა და ვარჯანაულში, ხოლო სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი ამჟამადაც ფუნქციურად დატვირთულია. ქობულეთიდან თაღოვან ხიდებამდე მანძილი 15-20 კილომეტრია.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული ბილიკები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ქობულეთში, ლესელიძის ქ. N 4-ში. 

აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად