ქობულეთი მერი: სანდასუფთავების სამსახურის უფროსს ჟურნალისტებთან არაკორექტულობის გამო ვათავისუფლებ

“სამსაურიდან ვათავისუფლებ სანდასუფთავების სამსახურის უფროსს, ოღონდ არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო” – ეს განცხადება ქობულეთის მერმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მირიან ქათამაძის განცხადებით იგი სამსახურის უფროსის მიმართ, მხოლოდ დისციპლინარული სასჯელის გამოეყენებას გეგმავდა, თუმცა სულიკო ბლადაძემ თავად შესთავაზა სამსახურიდან წასვლა, რის შემდეგაც მერიამ მას ხელშეკრულება დროებით შეუწყვიტა.

“მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ დატოვებდა “სანდასუფთავების” სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა. გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებით მოხდა. სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შესაბამისად შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში, მალე იქნება დასკვნა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საინტერესოა. გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა.

აქვე მინდა დავამატო, ფიქტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დასკვნას და მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს მცდარი ინფორმაციაა. კითხვით ნიშნები არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერვიუში მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი არ არის. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ნაწილი თანამშრომლებისა არის შვებულებაში.

სამსაურიდან ვათავისუფლებ სანდასუფთავების სამსახურის” უფროსს, ოღონდ არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო,” – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანის სავარაუდო ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გუშინ “ტვ25”-საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა. სიუჟეტში გამოყენებული კომენტარების მიხედვით სამსახურში მისვლის გარეშე აიპებში დაქამებულ თანამშრომელთა ნაწილს ისე ერიცხება ხელფასი, რომ ისინი სამსახურში არ ცხადდებიან.

 

ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი 🙈

ისე, სხვებისგან განსხვავებით გულახდილად თქვა სიმართლე 💙

Posted by Nika Melia on Wednesday, June 5, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...