ქმარი ცოლის საყვარლისგან კომპენსაციის სახით 750 000 დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერეთებული შტატების ზოგიერთ შტატში ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფ პირთან სასიყვარულო კავშირის დამყარება კანონდარღვევად ითვლება.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მცხოვრებ კევინ ჰოვარდს ცოლმა განქორწინების შესახებ თანხმობა სთხოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კევინი ძალიან ბევრს მუშაობდა და სახლში მცირე დროს ატარებდა. კევინს მისი ნათქვამი არადამაჯერებლად მოეჩვენა. მან კერძო დეტექტივი დაიქირავა და სთხოვა მას, დაედგინა ცოლის მიერ განქორწინების სურვილის ნამდვილი მიზეზი.

კევინ ჰოვარდის ეჭვი იმის შესახებ, რომ ცოლს საყვარელი ჰყავდა, გამართლდა და მან ცოლის საყვარლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ჰოვარდის თქმით, მისთვის ქორწინების შეწყვეტა გაუსაძლისი იყო და ისე გრძნობდა თავს, როგორც ადამიანი, რომელსაც დაურეკეს და ოჯახის წევრის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ აცნობეს.

კევინ ჰოვარდის და მისი ადვოკატის მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოსამართლემ ცოლის საყვარელს კევინის სიყვარულისგან განრიდების გამო მისთვის 750 000 დოლარი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მიიღებს თუ არა კევინ ჰოვარდი აღნიშნულ თანხას, ეს მისი ცოლის საყვარლის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია მას არ აღმოაჩნდეს სახსრები და ვალი მხოლოდ დაფიქსირდეს მის საკრედიტო ანგარიშზე. კევინს ეს გარემოება ნაკლებად აწუხებს.

“მე მსურს ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქორწინების სიწმინდე მნიშვნელოვანია, განსაკურებით ახლა, როდესაც ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ თითოეული ჩვენთაგანის ზნეობრიობას. და სახელმწიფომ მე ამაში მხარდაჭერა გამომიცხადა”, – ამბობს კევინ ჰოვარდი.

ცნობისთვის,ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფ პირთან სასიყვარული კავშირი კანონგარეშეა ჰავაიზე, მისისიპში, ნიუ მექსიკოში, სამხრეთ დაკოტაში, იუტაში და ჩრდილო კაროლინაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად