ქმარი, მოღალატე ცოლისგან, სხვისი ბავშვის აღზრდისთვის დახარჯულ ფულს უკან ითხოვს

მამაკაცმა გაშორებულ ცოლს სასამართლოში უჩივლა და მისგან რვა წლის ბავშვზე დახარჯული ყოველი პენის ანაზღაურება მოითხოვა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მას ბავშვი სხვისგან ჰყავდა გაჩენილი.

ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მატერიალური დავის გადაწყვეტამდე, დახურული სასამართლო სხდომების შემდეგ, თავისი გადაწყვეტილება წერილობით გამოაცხადა უმაღლესი სასამართლოს ოჯახის განყოფილების მოსამართლემ.

ლონდონელმა მოსამართლემ ორივე მხარის არგუმენტის მოსმენის შემდეგ ჩათვალა, რომ ქალი ვალდებულია გაუმხილოს ყოფილ ქმარს ბავშვის მამის ვინაობა. ამავე დროს მან აუკრძალა მამაკაცს ბავშვის ნამდვილი მამის სახელის საჯაროდ მოხსენიება.

ქალის და კაცის დავაში ბავშვისთვის მამის ვინაობის გამხელის მიზანშეწონილობის თაობაზე მოსამართლემ ქალის მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ ჯერ “ამის დრო არ დამდგარა”.

მოსამართლემ ჩათვალა, რომ უფრო ზუსტი დროის დადგენა სოციალური მუშაკის პრეროგატივაა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით დაუშვებლადაა მიჩნეული სასამართლო განხილვისას მოხსენიებული პირების შესახებ პრესით რაიმე მაიდენტიფიცირებელი ცნობის გამოქვეყნება.

მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ქმარი მომხდარით “განადგურებული” იყო და ბავშვზე დახარჯული ყოველი პენის ანაზღაურებას მოითხოვდა ცოლისგან, ხოლო ცოლი, სრულად ინანიებდა თავის საქციელს.

აღნიშნული საქმის ირგვლივ ინტერნეტ-მომხმარებელთა მრავალი კომენტარი ქვეყნდება და მათი უმრავლესობა ბავშვზე წუხილს გამოხატავს. მათგან ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცს არც კი უნდა გაევლო ფიქრად ბავშვისთვის ტკივილის მიყენება.

“როგორია სამწუხაროა. ეს კაცი იმდენადაა შეპყრობილი მრისხანებით, რომ ვერ ხვდება, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ტკივილს აყენებს – ბავშვია”, – წერს ერთ-ერთი მათგანი.

არიან ისეთებიც, რომლების ცოლს ამტყუნებენ: ” ადამიანი, რომელსაც მან ყველაზე მეტად უღალატა, მისი ბავშვია. მე არ ვდებ ბრალს მოტყუებულ კაცს, მასზედ, რომ მან ქალს უჩივლა, ქალს უნდა გაერკვია ნამდვილი მამის ვინაობა თუკი რამ საეჭვო იყო. საბოლოო ჯამში ყველაზე დიდ ტანჯვის გადატანა შვილს მოუწევს”.

ინტერნეტ-მომხმარებელთა საკმაო ნაწილი კიდევ უფრო შორს მიდის, ქალს თაღლითობაში ადანაშაულებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქალს დიდი თანხის გადახდას დააკისრებენ და თაღლითობას ძვირად დაუჯენენ. დააკისრებენ. “ქალების არასწორი ქცევა მამაკაცების მიმართ იშვიათად ითვლება დანაშაულად. დადგა დრო, რომ მართლმსაჯულების სისტემამ შეწყვიტოს ქალებისადმი ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც ბავშვებისადმი.”

ერთ-ერთი კომენტარის ავტორის აზრით მამაკაცების 10% არ არის ბიოლოგიური მამა და მათ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე არ იციან. ის იმედს იტოვებს, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა სასამართლო განხილვამდე არ მივა, ხოლო ამ კონკრეტული განხილვის საბოლოო შედეგი კი ძლიერ მტკივნეული და გამანადგურებლი არ იქნება უდანაშაულო ბავშვისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...