ქისტი ქალის პასუხი კადიროვს: ჩეჩენი ერის მოღალატე ხარ, ერთ გოჯ მიწასაც ვერ გადმოლახავ საქართველოში!

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონის, ნონა ხანგოშვილის – (თუმი დიშნი) პასუხი რამზან კადიროვის მუქარისშემცველ განცხადებაზე.

“რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის.

ჩვენს გვერდით არიან 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო. კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე.

და ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე. ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს.”- ნათქვამია საპასუხო წერილში.

შეგახსენებთ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, თავის ტელეგრამაში თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გროზნოდან თბილისამდე მანძილი ძალიან ახლოა.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად