ქიმიის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია

ქიმიის დარგში 2019 წლის ნობელის პრემია ამერიკელ ფიზიკოსს ჯონ გუდენაფს, ბრიტანელ ქიმიკოსს სტენლი უიტინგემსა და იაპონელ ქიმიკოსს აკირა იოშინოს მიენიჭა ლითიუმ-იონური ბატარეების შემუშავებისთვის. მეცნიერთა მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ნობელის კომიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

თითქმის ყველა თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობა, სმარტფონებიდან დაწყებული ელექტრული სატრანსპორტო საშუალებით დასრულებული, ლითიუმ-იონური ბატარეებით მუშაობს, რომელთა განვითარება 1970-80-იან წლებში დაიწყო.

ამ ენერგიის შესანახი მოწყობილობების მოქმედება ლითონის ელექტროქიმიური დაჟანგვის რეაქციებს ეფუძნება, რომელიც ანოდის (დადებითი ელექტროდი) ნაწილია. პროცესის დროს, ლითიუმი იჟანგება და კათიონის (დადებითად დამუხტული იონის) სახით კათოდში (უარყოფითი ელექტროდი) გადადის.

დატენვის დროს, ყველაფერი სხვაგვარად ხდება: ელექტრული ძაბვის პირობებში, ლითიუმის კატიონები ანოდში გადადიან.

მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა სფეროებში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. მედიცინის დარგში პრემია ბრიტანელ სერ პიტერ რეტკლიფს მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდნენ ამერიკელი უილიამ კელინ უმცროსი და გრეგ სემენცი. მათ ჩაატარეს კვლევა, თუ როგორ რეაგირებენ უჯრედები ჟანგბადზე და მისი არარსებობის შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად