ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა

სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

“სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წერილში იყო აღნიშნული, როგორ მოგეხსენებათ შემდგომი ნაბიჯი ქიბარ ხალვაში არის ის რომ აპირებს გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი, მის ნაცვლად დანიშნოს ახალი დირექტორი. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქით რომ “რუსთავი 2”-მა გააგრძელოს მუშაობა შეუფერხებლად. არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. “,-განაცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...