ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება

“კურიერისა” და “პოსტკრიპტუმის” გუნდის შეხვედრა “რუსთავი 2”-ის ახალ გენერალურ დირექტორთან პაატა სალიასთან ახლახანს დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში უარს ამბობს შეიქმნას ჟურნალისტების საზოგადოებრივი საბჭო.

“წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ,“-ამბობს პაატა სალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...