ქიბარ ხალვაში: “რუსთავი 2”-ში იმაზე მეტი თანამშრომელია ვიდრე სჭირდება

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინტერესი გაქვთ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმართ? ბიზნესმენმა ქიბრ ხალვაშმა განაცხადა:

"ტელევიზია არ არის მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ტელევიზია უნდა იყოს მომგებიანი ბიზესი და ის რომ არ არის მოგებიანი, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. 

ფაქტიურად ვაღიარეთ, რომ ტელევიზიები რომელიღაც პარტიებს ჭირდება. თუ არ არის მომგებიანი მაშინ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ვნახეთ, საზოგადოებრივ მაუწყებელს აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ არაფერი გამოდის, ან რომელიღაც ბიზნეს ჯგუფებმა უნდა დააფინანსონ საკუთარი ინტერესების დასაცავად. იმისთვს რომ ტელევიზია განვითარდეს, ეს უნდა მოიშალოს.

ტელევიზია უნდა იყოს კომერციული. არა მხოლოდ ტელევიზიას არამედ ყველაფერს სჭირდება სწორი ფინანსური მართვა.

ვფიქრობ, ხელოვნურად ძალიან გაზრდილია ხარჯები, რაღაც ვალდებულებები აქვთ აღებული ზედმეტი თანამშრომლებთან, რომლებიც ყავთ. მე კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ იქ იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე სჭირდება. მე ასე წარმომიდგენია", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...