ქიბარ ხალვაში: რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიშა სააკაშვილმა წამართვა?!

"ძალიან დიდი ნაწილია პრინციპის თემა, მაგრამ რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიშა სააკაშვილმა წამართვა?!", – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"არსებობს ქონება, რომელიც დაკარგულია და დაბრუნება არ შეიძლება, იმიტომ რომ არ დაბრუნდება, რადგან რესურსი არ არსებობს. ვთქვათ, დღეს რომ ვიღაცას მივადგე და ვუთხრა მომეცი, არ აქვს და ვერ მოგცემს. "რუსთავი 2" არსებობს და წაღებული აქვს მიშა სააკაშვილს, რომლისთვისაც ვიბრძვი, რომ დამიბრუნონ. არსებობს კანონები, რომელსაც ვემორჩილები და ამ  კანონებს გარეთ არ გავდივარ. არსებობს საქმეები რომელსაც ვადა გაუვიდა.

"რუსთავი 2"-ის საქმეს არ აქვს ვადა გასული. ეს იყო ამორალური გარიგება და არ ექვემდებარებოდა ვადას. ამის დაბრუნების შანსი მქონდა და ვცადე რომ დამებრუნებინა", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...