“ყვითელი ჟილეტების” წევრები ემანუელ მაკრონს სტვენით შეხვდნენ

„ყვითელი ჟლეტების“ წევრები, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით ეროვნულ მსვლელობას ხსნიდა, სტვენით მიეგებნენ. ამის შემდეგ შეჯახება მოხდა მათსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ყვითელმა ჟილეტებმა“ პროტესტი გამოხატეს მაშინ, როდესაც მაკრონი ავტომობილით ელისეის მინდვრებისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ყვითელი ჟილეტები არ ეცვათ. აქციის წევრები თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მსვლელობის დასრულების შემდეგაც, ელისეის მინდვრების შორიახლოს.

შედეგად, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეჯახება მოხდა. Le Huffington Post-ის ჟურნალისტმა მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია 152 ადამიანი. სამართალდამცავ ორგანოში აღნიშნავენ, რომ დაკავებები დაკავშირებულია შეუთანხმებელ დემონსტრაციებთან, ძალადობრივ აქტებთან და საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ზიანის მიყენებასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად