A1 ბანერი

“ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფარგლებში 47 პირი დააკავეს

შაბათს, 12 იანვარს, საფრანგეთში, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების ფარგლებში 47 პირი დააკავეს.
30 მათგანი დაკავებულია პარიზში, 17 კი – პარიზის გარეუბანში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულების ნაწილი იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ტავდაპირველად მომიტინგეები ბენზინის ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. დემონსტრაციის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ბენზინზე ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვტილება ნახევარი წლით შეაჩერა.

მოგვიანებით კი, მომიტინგეებმა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა ისევ დაიწყეს. 5 იანვრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 100 დააკავეს. მაშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 25 ათასი ადამიანი გამოვიდა. ქვეყნის პრემიერმინისტრს ედუარ ფილიპის თქმით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან მოყოლებული, სულ დაკავებულია 5,6 ათასი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...