“ყვითელი ჟილეტები” საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა

პარტია “ყვითელი ალიანსი” საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა. ინფორმაციას სააგენტო „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„ყვითელ ალიანსს, რომელიც „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობას წარმოადგენს, მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 0.54% -მა დაუჭირა.

არჩევნებში გამარჯვება ეროვნული ერთიანობის პარტიამ (23.31%) მოიპოვა, რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს. ხმების 22.41% ლიბერალურმა კოალიციამ “რენესანსი” მიიღო, სადაც ლიდერი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია “წინ რესპუბლიკაა”.

საერთო ჯამში, ექვსი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი საფრანგეთიდან ევროპარლამენტში შევიდა.
ცნობისთვის, 25 მაისიდან საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ. აქციების დროს სამართამცველებსა და საპროტესტო აქციებს შორის შეტაკება ხშირად ხდება, რის გამოც ათობით ადამიანი არის დაშავებული ან დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად