A1 ბანერი

”ყვითელი ჟილეტები” საფრანგეთში ახალ საპროტესტო აქციებს აანონსებენ

საფრანგეთში, შაბათს, 5 იანვარს, “ყვითელი ჟილეტების” ორი აქცია იგეგმება. ამის შესახებ Express იუწყება.

“საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერვე აქტის დაწყების შესახებ განაცხადეს. “ყვითელი ჟილეტების” ლიდერმა ფრანგებს პარლამენტთან შეკრებისა და მარშში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ფრანგების 54% პროტესტს მხარს უჭერს. გარდა ამისა, უმრავლესობა (80% -ზე მეტი)  ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ,  ე.წ. ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები თავდაპირველად ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის გამოც ასობით ადამიანი დაშავდა.

10 დეკემბრის ჩათვლით სამართალდამცავებმა 4000-ზე მეტი მომიტინგე დააპატიმრეს. 15 დეკემბერს კი 120-ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...