ყველაზე თხელი Macbook-ის და iWatch-ის პრეზენტაცია (ვიდეო)

Apple-ის ყველაზე თხელი Macbook-ისა და Apple Watch-ის პრეზენტაცია ბერლინში გაიმართა,-ახალი Macbook-ი Retina-ს ტიპის დისპლეით და სხვა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. 

ახალი ლეპტოპი ასევე ყველაზე მჩატეა და მისი სისქე სულ 1.7 სანტიმეტრია. ლეპტოპი Intel Core M-ის პროცესორის ბაზაზეა შექმნილი, რის გამოც მას ჩვეულებრივი გამაგრილებელი არ აქვს – მომხმარებელი გამაგრილებელი სისტემის მუშაობას ვერ გაიგებს.

ახალი ლეპტოპის კიდევ ერთი თვისება – არის ორმხრივი USB-C სისტემა, რითაც ნებისმიერი მოწყობილობის შეერთება ორივე მხარით იქნება შესაძლებელი. 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით აღჭურვილი ლეპტოპის ღირებულება 1300 აშშ დოლარი იქნება. 512 გიგავაიტიანივერსია კი 1400 აშშ დოლარი.

ლეპტოპების გაყიდვები აშშ-ში მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყება. რაც შეეხება მრავლფუნქციურ საათს, მისი ფასი 349$ დან 1099$-მდე იქნება. მისი გაყიდვები აპრილიდან დაიწყება. მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ტაქსის გამოძახება, სასტუმროში კარების გაღება, ავტოფარეხის კარების გაღება და ა.შ. კომპანიაში გეგმავენ, აპლიკაციების რაოდენობა საათისთვის ეტაპობრივად გაზარდონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად