ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიის სათავეში ლიონელ მესი მოექცა

“ფორბსი” თავის ტრადიციულ, ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს.

ასეთი სახის სია წელს მე-19 გამოქვეყნდა და მის სათავეში დღემდე სულ სამი სპორტსმენი იყო დასახელებული.

სიის სათავეში 12-ჯერ გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი იყო, ოთხჯერ მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, ორჯერ კი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. მესი გახდა მეოთხე სპორტსმენი, ვინც ფორბსმა ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა.

მის მიერ წლის განმავლობაში ხელფასის სახით 92 მილიონი იქნა გამომუშავებული, ხოლო 35 მილიონი დოლარი მან სხვადასხვა სარეკლამო კონტრაქტებში და სპონსორებისგან მიიღო

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა – 109 მლნ დოლარით (65 მლნ დოლარს +44 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე კი ნეიმარი – 105 მლნ დოლარი (75 მლნ დოლარი+30 მლნ დოლარი)

ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სიის სათავეში სამი ფეხბურთელი მოხვდა.

ასეულში ერთადერთი ქალია – სერენა უილიამსი. სერენას მიერ გამომუშავებული 29,2 მლნ დოლარიდან 25 მლნ რეკლამების წილად მოდის.

4. კანერო ალვარესი – 94(92+2) მლნ $ – კრივი

5. როჯერ ფედერერი – 93,4(7,4+86) მლნ $ – ჩოგბურთი

6. რასელ უილსონი – 89,5(80,5+9) მლნ $ – ამერიკული ფეხბურთი

7. აარონ როჯერსი – 89,3(80,3+9) მლნ დოლარი – ამერიკული ფეხბურთი

8. ლებრონ ჯეიმსი – 89(36+53) მლნ $ – კალათბურთი

9. სტივენ კარი – 79,8(37,8+42) მლნ $ – კალათბურთი

10. კევინ დიურანი 65,4(30,4+35) მლნ $ – კალათბურთი

12-გზის გამარჯვებული ტაიგერ ვუდსი ამჯერად მე-11 ადგილზე გავიდა 63,9 მლნ$-ით (9,9+54)

მე-13 ადგილზე ავტომრბოლელი ლუის ჰამილტონი და მოკრივე ენტონი ჯოშუა არიან 55 მლნ $-ით.

17. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 50,6(20,6+30) მლნ $ – ჩოგბურთი

21. კონორ მაკ გრეგორი – 47(32+15) მლნ $ – შერეული ორთაბრძოლები

30. სებასტიან ფეტელი – 40,3(40+0,3) მლნ $ – ავტორბოლა

35. კეი ნიშიკორი – 37,3(4,3+33) მლნ $ – ჩოგბურთი

37. რაფაელ ნადალი – 35(9+26) მლნ $ – ჩოგბურთი

44. პოლ პოგბა – 33(29+4) მლნ $ – ფეხბურთი

46. ანდრეს ინესტა – 32,5(30+2,5) მლნ $ – ფეხბურთი

53. ალექსის სანჩესი – 30,8(28,3+2) მლნ $ – ფეხბურთი

55. კილიან მბაპე – 30,6(26,6+4) მლნ $ – ფეხბურთი

57. მესუთ ოზილი – 30,2(23,7+6,5) მლნ $ – ფეხბურთი

63. სერენა უილიამსი – 29,24,2+25) მლნ $ – ჩოგბურთი

66. ოსკარი – 29(27+2) მლნ $ – ფეხბურთი

75. ანტუან გრიზმანი – 27,7(23,2+4,5) მლნ $ – ფეხბურთი

79. გარეტ ბეილი – 27,1(25,6+1,6) მლნ $ – ფეხბურთი

98. მარკ გასოლი – 25,1(24,1+1) მლნ $ – კალათბურთი

99. მოჰამედ სალაჰი – 25,1(16,1+9) მლნ $ – ფეხბურთი

100. ვირატ კოხლი – 25 (4+21) მლნ $ – კრიკეტი

საერთო ჯამში ასეულში შემავალმა სპორტსმენებმა 4 მლრ დოლარი გამოიმუშავეს, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. გამომუშავებული თანხის თითქმის მეოთხედი – 987 მლნ $ სარეკლამო და სპონსორების მიერ არის გაღებული.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად