ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ტელეწამყვანი ბრიუს ფორსაიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ტელეწამყვანი ბრიუს ფორსაიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ფორსაიტი შეუძლოდ გახდა და ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მენეჯერის განცხადებით, ტელეწამყვანი მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მეუღლისა და ბავშვების თანდასწრებით. მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში ფარსაიტი ძალიან ავად იყო და საჯაროდ არ გამოჩენილა.

როგორც BBC აღნიშნავს, იგი ცნობილი გახდა ისეთი სატელევიზიო თამაშებით, როგორებიცაა Generation Game, Play Your Cards Right დაThe Price is Right. იგი 1928 წლის 22 თებერვალს ლონდონში დაიბადა. პირველად 14 წლის ასაკში სამეფო თეატრის სცენაზე გამოჩნდა.

კითხვაზე, თუ რატომ უნდოდა ცნობილი გამხდარიყო, ფარსაიტმა განაცხადა, რომ სურდა დედისთვის ბეწვის ქურქი ეყიდა. 1958 წელს მისი სატელევიზიო დებიუტი საღამოს შოუში გაიმართა, რომელიც ლონდონის პალადიუმის თეატრში გადაიღეს და ITV-ის ეთერში. ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელეწამყვანად იქცა, რომელმაც კვირაში £ 18,700 ($ 24,000) მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...