ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის კიევი მე-15 ადგილზეა

უმსხვილესი შვეიცარული საფინანსო ჰოლდინგ UBS-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები ციურიხი და ჟენევაა. ციურიხში, სამ და მეტ სულიან ოჯახს, ბინის ქირის გარდა, თვეში 3,600 აშშ დოლარზე მეტი სჭირდება საცხოვრებლად. მას მოსდევს ჟენევა, სადაც 3,500 აშშ დოლარია საჭირო ყოველთვიურად. მესამე ადგილს ნიუ-იორკი იკავებს 3,340 აშშ დოლარით.

ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის კიევი მე-15 ადგილზეა, თვეში დაახლოებით 1,200-დან 1,500 აშშ დოლარამდე. აღნიშნულ რეიტინგში ლონდონი მე-6 ადგილს იკავებს, საშუალოდ 2,700-დან 3,000 აშშ დოლარამდე ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად