ყველაზე „ძლიერი“ პასპორტების 2021 წლის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა

Henley-ს პასპორტის 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პასპორტი მსოფლიო რეიტინგში 54-ე ადგილზეა. საქართველოს პასპორტის მქონე ადამიანს 116 ქვეყანაში შეუძლია წინასწარ მიღებული ვიზის გარეშე მოგზაურობა.

რეიტიგში მეზობელი თურქეთი 56-ე ადგილს იკავებს, რომლის პასპორტითაც 111 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი. რაც შეეხება რუსეთს, იგი 51-ე ადგილზეა 119 ქვეყნით, აზერბაიჯანი 80-ე ადგილზე 68 ქვეყნით, ხოლო სომხეთი 84-ე ადგილზე 64 ქვეყნით.

რეიტინგში პირველ ადგილს კი იაპონია იკავებს, რომლის პასპორტითაც წინასწარ მიღებული ვიზის გარეშე მოგზაურობა 193 ქვეყანაშია შესაძლებელი.

2021 წლის საუკეთესო პასპორტების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. იაპონია (193 მიმართულება)
2. სინგაპური (192)
3. სამხრეთ კორეა, გერმანია (191)
4. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი (190)
5. ავსტრია, დანია (189)
6. საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, პორტუგალია, შვედეთი (188)
7. ბელგია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ (187)
8. საბერძნეთი, მალტა, ნორვეგია, ჩეხეთი (186)
9. ავსტრალია, კანადა (185)
10. უნგრეთი (184)

ხოლო ყველაზე ცუდი პასპორტები შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ:
1. ავღანეთი (26)
2. ერაყი (28)
3. სირია (29)
4. პაკისტანი (32)
5. იემენი (33)
6. სომალი (34)
7. პალესტინის ტერიტორია (37)
8. ნეპალი (38)

9. ჩრდილოეთ კორეა (39).

კომენტარები
იტვირთება...