ყველაზე ახალგაზრდა სენატორი და ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი – ჯო ბაიდენის ინაუგურაცია (ფოტორეპორტაჟი)

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მოქალაქეებს საინაუგურაციო სიტყვით მიმართა.

ჯო ბაიდენი: “ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა, ისტორიისა და იმედის დღე, განახლების დღე. ამერიკა გამოწვევებს უძლებს.”

ჯო ბაიდენი: “დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის არსს. ხალხის ნება აღსრულდა.”

ჯო ბაიდენი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დემოკრატია არის ფაქიზი და დღეს დემოკრატიამ გაიმარჯვა“

ბაიდენამდე საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში კამალა ჰარისმა წარმოთქვა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად