“ყველას უფლებაა გამოთქვას იდეა, რომელიც გაუჩნდება ემოციურ ფონზე, თუ მის მიღმა”

იუსტიიციის ინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პატრიარქის ინიციტივასთან დაკავშირებით, მოეჩვენა რომ ემოციები გადაჭარბებული იყო. მისივე თქმით, პატრიარქის ამ იდეას აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია. აღნიშნულ საკითხზე თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში ისაუბრა.

” ყველას აქვს უფლება გამოთქვას იდეა, რომელიც გაუჩნდება ემოციურ ფონზე თუ მის მიღმა, მთვარია, ჩვენ რას ვპასუხობთხოლმე ასეთ იდეებს.

ალბათ ის იდეა, რომელიც პატრიარქმა შემდეგ როგორც განცხადებაშია ახსნილი იმ დიდი ემოციის შედეგად გამოთქვა, ამდენი… აჟიოტაჟი ახსენეთ თქვენ სიტყვა, ალბათ არ ღირდა და რატო-ბუნებრივია, რომ სასულიერო პირს ჰქონდეს უფრო მძაფრი განცდა იმისა, რომ ადამიანი არის საპატიმროში, ადამიანი როცა ხვდება ციხეში ეს მართლაც არის ძალიან დიდი უბედურება, მაგრამ ასევე დიდი უბედურებაა, როცა მოცემული ადამიანი რაღაც მომენტში ითხოვს შეწყალებას და ამ მოთხოვნაზე საერო ხელისუფლებას უწევს უარის თქმა, ეს მძმე გადაწყვეტილებაა, როგორც პრეზიდენტისთვის და შესაბამისი კომისიისთვის, ასევე თავად ამ პატიმრისთვის, ამიტომ თუკი ადამიანურ და არასამართლებრივ ჭრილში შევხედავდით ამას, რა ჭრილშიც უნდა ვაღიარო, რომ მე შევხედე თავიდან ამას, ვთქვი, რომ კი მაგრამ რად უნდა ეს უფლებამოსილება ,  ხომ შეიძლება რომ ნეგატივი მიიმართოს მისკენ”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...