“ყველაფერს ვაკეთებდით, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული”

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ არ მიმდინარეობდა,-ამის შესახებ მან "რუსთავი 2 "-თან საუბრისას განაცხადა.

"თავისთავად ეს ფაქტი იყო ძალიან მძიმე, რამაც აჩვენა… ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც გაჩნდა. ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ამ ფაქტზე არანაკლებ მძიმე იყო ის რეაგირება, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ ამის შემდეგ, იმიტომ რომ დაგვიანდა რეაგირება. ვერ  მოვახერხეთ უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია გამოძიების ჩატარება. შესაბამისად ვერ დავარწმუნეთ, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მონაწილეობდა დაისაჯა და ბუნებრივ შედეგად მივიღეთ კითხვები ამომრჩევლებისგან ნდობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ჩვენ მაშინ ვაკეთებდით ყველაფერს იმისათვის, რომ ეს საქმე ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული, მაგრამ ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემები გვქონდა ამ საქმეზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა ალბათ მაშინ, რომ ეს საქმე მთლიანად ღია ყოფილიყო საზოგადოებისთვის",-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად