ყვავილების უნიკალური, 20 წლიანი კოლექცია თელავში (ფოტორეპორტაჟი)

პროფესიით მათემატიკოსი ფიქრია ცისკარიშვილი უკვე ოცი წელია ყვავილების მოვლით არის დაკავებული. საცხოვრებელი სახლის ეზოში პატარა სათბური აქვს მოწყობილი, სადაც დამთვალიერებელი არაერთ უცნაურ, ეგზოტიკურ და ულამაზეს მცენარეს ნახავს. ამბობს, რომ ყვავილები ბავშობიდან უყვარდა, სათბურის გაკეთება და მცენარეების გამრავლება თავდაპირველად ფინანსური მოგების მიზნით დაიწყო, თუმცა ახლა უკვე , 20 წლის შემდეგ საკუთარ თავს ოთახის მცენარეების კოლექციონერს უწოდებს.

ზუსტად არ იცის რამდენი სახეობის მცენარეს აერთიანებს მისი კოლექცია, თუმცა თითოეული ყვავილი შვილივით უყვარს და ყველა მათგანის ქართულ-ლათინური დასახელებებიც ზეპირად იცის.
თუ გაინტერესებთ, რომელი მცენარეებია ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული, როგორ უნდა მოუაროთ მათ, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის მარტივად მოსავლელი მცენარე, როგორ ებრძოლოთ ყვავილების დაავადებებს, “აიპრესის” ინტერვიუდან შეიტყობთ:

“აიპრესი” გთავაზობთ ყვავილების უნიკალური, 20 წლიანი კოლექციის ფოტორეპორტაჟს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...