ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი გაფართოებული კვლევებითაც არ დაუდასტურდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩატარდა განმეორებითი და ასევე ჩაღრმავებითი კვლევები და ყველა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. დასკვნა არის ის, რომ მასთან ინფიცირების ფაქტი არ დადასტურდა. ჯერჯერობთ, ეს შემთხვევა, როგორც დაფიქსირებული შემთხვევა არ არის, ის უარყოფითია. ქალი კარანტინში რჩება იმის გამო, რომ სტაციონარში მაინც იმყოფებოდა. 11 საკარანტინო ლოკაციაზე 560 მოქალაქე რჩება. ლუგარის ცენტრში გუშინ აღებული და გაგზავნილი იქნა 82 ნიმუში, მათგან 70 პასუხი ცნობილია და უარყოფითია, 12-ის ნიმუშის პასუხს დღის განმავლობაში ველოდებით. სულ კახეთში ამ დროისათვის 1483 ნიმუშია აღებული, აქედან 587 არის მედპერსონალის და 323 არის კარანტინის ზონიდან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად