ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემსა და ენისელში მარიამობა და გრემქალაქობა აღინიშნა

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, მედლები და ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი შეადგენდა 5000 ლარს.

სახალხო დღესასწაულს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.


 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად