ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ერთდროულად, სურსათის ორი მაღაზია გაქურდეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ერთდროულად, სურსათის ორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიაში კარის საკეტები და შუშებია დამტვრეული.

რა ოდენობის თანხა წაიღეს მაღაზიიდან მძარცველებმა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად