ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებს ესაუბრებოდა, მოულოდნელად დაეცა. ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ფეხბურთელი იყო. რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...