ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რამაც ხანძრის გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს ორი ქალბატონი და ერთი 6 წლის ბავშვი, მათ დამწვრობები სახის და ტანის მიდამოებში აქვთ. შედარებით მძიმეა ერთი ქალბატონის მდგომარეობა, პაციენტი ამ წუთებში მზადდება თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადასაყვანად”,- განუცხადა “აიპრესს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახლძრო-სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად