ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აშშ-ში ემიგრაციაში წასული ახალგაზრდა გარდაიცვალა

21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ტუგუნიძის ოჯახი წარმოშობით სოფელ შილდიდად არის და ისინი ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ.

როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...