ყვარლის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

ამის შესახებ “აიპრესს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა.

“პაციენტს აქვს მრავლობითი დაზიანებები,სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დაზიანებულია მუცლის ღრუ,არის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ა.შ. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,პაციენტი გადის პოსტოპერაციულ პერიოდს, მდგომარეობა მძიმეა დაზიანებები დან გამომდინარე, თუმცა სტაბილური”, – განუცხადა “აიპრესს” ჭონიაშვილმა.

ცნობისათვის ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა ორ ნაწილად გაიყო. ავარიის შედეგად 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად