ყვარლის ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსი ყვარლის მერს სასამართლოში უჩივის

ყვარლის ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსის მაია სამიტაშვილის თქმით, ყვრალის მერმა როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.

“ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რის გამოც მერის წინააღმდეგ სასამართლოში ვჩივი. ყოფილი მერის ბოლო კადრი ვიყავი, რომელიც მერიაში ვმუშაობდი და მეც გამათავისუფლა. ადრე სამსახურიდან სხვა თანაშრომელი გავუშვი სწორედ მისი ბრძანების გამო, ის ქალი მერე მე დამიპირისპირდა, თუმცა მალევე მერმა, მერიის სხვა აიპში დაასაქმა. ამის გამო გვქონდა კონფლიქტი. სასამართლოს ძალით შევძლებ ჩემი უფლებების დაცვას. ამ სარჩელით ვითხოვ სამსახურში აღდგენას”- აცხადებს მაია სამიტაშვილი.

სამიტაშვილის ბრალდებებს უარყოფს ყვარლის მერი.

მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი თანამშრომლებთან მაია სამიტაშვილის არაჯანსაღი დამოკიდებულება გახდა.

“მისი სამსახურიდან გათავისუფლების მთარი მიზეზი იყო ადამიანებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება. ის კონფლიქტური გახდა, რის გამოც ყველასთან დაეძაბა ურთიერთობა , მათ შორის ჩემთან”- ამბობს როსტომ სესიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...