ყვარლის №2 ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

ქალაქ ყვარლის #2 ბაგა-ბაღში, მუნიციპალიტეტის მერიის და ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით, აღსაზრდელებისთვის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

პროექტი ძიუდოს ფედერაციის მიერ, ერთ -ერთი მიმდინარე პროექტის “Judo kids” -ის ფარგლებში ხორციელდება და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, სულ ათი დარბაზი მოქმედებს. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ეს პირველი პროექტია, რომელიც სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება. 

ძიუდოს დარბაზის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი დაესწრო, პატარებს მასტერ-კლასი ჩაუტარა, რის შემდეგაც ძიუდოს ფედერაციის სახელით პატარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

„ეს არის ყველაზე ხალისიანი გაკვეთილი, რომელმაც მთლიანად შეცვალა და გაახალისა ჩვენი პატარების ყოველდღიურობა. ძიუდოს აქტივობებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა, ყველა აღსაზრდელი თავიდანვე ჩაერთო“ – განაცხადა ბაგა-ბაღის კოორდინატორმა ნანა ცისკარიშვილმა. 

ბაგა-ბაღში გაკვეთილებს ძიუდოს გამოცდილი მწვრთნელი ვანო გიგილაშვილი კვირაში ორჯერ ატარებს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად