ყვარელში ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა.

„თითქმის ყველა შემოწმებულია. თუმცა კიდევ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით არცერთ კონტაქტს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.

ცნობისათვის, კახეთის რეგიონში covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი,თუმცა მედიკოსის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად