ყვარელში სწრაფი ტესტირებით covid19 კიდევ 3 ადამიანს გამოუვლინდა

ყვარელში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლს გამოუვლინდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება PCR ტესტირებამ უნდა დაადასტუროს, რომელიც ოქროს სტანდარტია. მისივე თქმით, შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.
COVID-19 ყვარელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმს დაუდასტურდა. მედიკოსი ასევე მუშაობს ,,ევექსის,, ყვარლის ჰოსპიტალშიც.

50 წლის ქალი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ცნობილია კონტაქტები და იმ პაციენტების რაოდენობა, ვისთანაც დაინფიცირებულს ბოლო პერიოდში ჰქონდა შეხება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად