ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR-ის მეთოდით ჩატარებული ორი კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR მეთოდით ჯამში სამი კვლევა ჩაუტარდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.

ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, რომ PCR-ის პირველი ტესტირებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ამავე მეთოდით ჩატარებული დამატებით ორი კვლევის შედეგით covid- 19 არ აღმოაჩნდა.

“მედიკოსს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება. ექიმები იკვლევენ სხვა სახის კორონავირუსი ხომ არ აქვს. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას და კარანტინში გადავა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად