ყვარელში საქართველოში არსებულ ურნაბული მენეჯმენტის პრობლემებზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში NIMD – დემოკრატიის სკოლების ბანაკ „ქალაქები"-ს მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებულ ურბანული მენეჯმენტის პრობლემებზე იმსჯელეს, ასევე, დიდი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის არ არსებობაზე ისაუბრეს, რაც შემდგომში არსებული მწვანე საფარის განადგურებას იწვევს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მწვანე საფარის დაზიანებას ხელს უწყობს დაუგეგმავი მშენებლობები, რაც შემდგომში კონკრეტული ქალაქების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

გიგლა აგულაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს სამომავლო პროექტებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად